ჩოგბურთი

2:10 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და US Open-ის ფინალშია

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:0 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.

ესპანელი შესანიშნავ ფორმაშია, ფინალამდე 6 შეხვედრა ისე მოიგო, რომ ერთი სეტიც არ წაუგია. კარლოსმა ჯოკოვიჩის დასამარცხებლად 2 საათი და 26 წუთი იკმარა. მხოლოდ მეორე სეტი იყო დაძაბული, რომელიც ესპანელმა ტაიბრეიკზე მოიგო და საბოლოოდ, 6:4, 7:6, 6:2 გაიმარჯვა.

ალკარასმა მეტოქეს ეისებშიც აჯობა (7-4) და ვინერსებშიც (31-15), ორმაგი შეცდომაც უფრო ცოტა ჰქონდა (2-5).

კარლოს ალკარასს 5-ჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირი მოგებული, კონკრეტულად ამერიკაში ერთხელ, 2022 წელს გახდა ჩემპიონი და მას შემდეგ ამ ტურნირის ფინალში პირველად გავიდა, თანაც სეტის წაუგებლად, რაც ბოლოს 10 წლის წინ როჯერ ფედერერს ჰქონდა გაკეთებული.

7 სექტემბერს, ფინალში კარლოს ალკარასი იტალიელ იანიკ სინერს შეხვდება, რომელთანაც უიმბლდონის ფინალში ორი თვის წინ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170051