ისლანდიის ნაკრებში გუდიონსენების დინასტია გრძელდება. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანთან მატჩში დანიელ გუდიონსენის დებიუტი შედგა, რომელიც ამ ოჯახის მეხუთე წევრია, ვინც ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
ის ბაბუის არნორის, მამის ეიდურის და ძმების, სვეინ არონისა და ანდრის კვალს მიჰყვება.
19 წლის ფეხბურთელი მატჩის 69-ე წუთზე შეცვლაზე სწორედ თავისი ძმის, ანდრი გუდიონსენის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
ასე რომ, ისლანდიის ნაკრებში უკვე ხუთ გუდიონსენს (ერთი ოჯახიდან) აქვს ნათამაშები. ისლანდიამ მუნდიალის შესარჩევი კარგად დაიწყო და აზერბაიჯანი 5:0 გაანადგურა.









