კალათბურთი

13:32 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რიგაშია და მერვედფინალისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები რიგაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ჩაატარებს.

გუნდმა ლატვიის დედაქალაქში ლიმასოლიდან გადაინაცვლა, სადაც თავის მხრივ ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩაატარა, რომელშიც მეოთხე ადგილი დაიკავა ორი მოგებით და სამი წაგებით.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მერვედფინალში 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 10 წლის წინ დაძაბულ ბრძოლაში ლიეტუვასთან 77:81 დამარცხდა, ხოლო ახლა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095596