პარა ფარიკაობაში სამხრეთ კორეის ქალაქ იქსანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინა თიბილაშვილი (Aკატეგორია) ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნინამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს ანგარიშით 15:7 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარა ფარიკაობის ქალთა ნაკრები, ხვალ ხმალში გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს.









