კალათბურთი

15:02 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთი პირველი მეოთხედფინალისტია

ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და თურქეთი პირველი მეოთხედფინალისტია.

ერგინ ატამანის გუნდი შვედეთთან აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. თუმცა მაინც მოიგო - 85:79.

შვედეთმა ოთხიდან სამი პერიოდი მოიგეს, მათ შორის, დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ ვინაიდან მესამე პერიოდი თურქეთის სასარგებლოდ დიდი სხვაობით დასრულდა - 26:13, ეს გარდამტეხი გამოდგა.

თურქეთის ნაკრებში საუკეთესო ალფერენ შენგუნი იყო, რომელმაც 24 ქულა დ 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო ჯედი ოსმანის აქტივში 17 ქულაა. შვედეთს ლედე ჰაკანსონმა ულიდერა 16 ქულით და 5 პასით.

თურქეთი მეოთხედფინალში 9 სექტემბერს, პოლონეთსა და ბოსნიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091378