საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"მოკლე პერიოდში ძალების აღდგენა ყოველთვის რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ. 100%-ით მზად ვართ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. თურქეთთან თამაშის დასაწყისში კონცენტრაცია დაგვაკლდა და მეტოქემ ამით ისარგებლა. ბიჭებმა ვისაუბრეთ ამის თაობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან მსგავსი რამ აღარ განმეორდეს", - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ხოლო ბულგარეთი ესპანეთთან (0:3).