ფეხბურთი

19:20 | 6.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ბულგარეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ისინი არასდროს ნებდებიან და ერთად ყოფნით ყველა დაბრკოლებას გადალახავენ:

„გუნდში კარგად ვიცით, თითოეულმა ჩვენგანმა, რომ აქამდე, რახან მოვედით, იმიტომ, რომ არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ჩვენი თავის გვჯერა, ჩვენი შინაგანი ძალის და არასდროს ვჩერდებით იმ მიზნისთვის, რაც იმისთვისაა დასახული, რომ გულშემატკივარი ვასიამოვნოთ თამაშით და გამარჯვებით, რაც თურქეთთან ვერ მოხერხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე შემართებით თუ გავაგრძელებთ და ჩვენი თავის რწმენა ბოლომდე გვექნება, მჯერა, ყველა დაბრკოლებას ერთად დგომით გადავლახავთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ხოლო ბულგარეთი ესპანეთთან (0:3).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095901