საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლიგა 1-ს ინტერვიუ მისცა, რომლის მცირე ნაწილი გახდა ჯერ ცნობილი.
ამ მონაკვეთში სანიოლი იხსენებს, როგორ არ მოუსმინეს ფრანგულ კლუბებში, როდესაც მათ ხვიჩა კვარაცხელიას სთავაზობდა:
„სამი წლის წინ თავს უფლება მივეცი, ფრანგულ კლუბებთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მესაუბრა, თუმცა არ ვიტყვი, რომ დამცინეს, მაგრამ სერიოზულადაც არ მიიღეს, გარდა ერთი კლუბისა. მხოლოდ "ნიცა" დაინტერესდა, ჟულიენ ფურნიე (ნიცას ყოფილი სპორტული დირექტორი - რედ). ის ფეხბურთელსაც ესაუბრა, სამწუხაროდ, „ნაპოლიმ“ უფრო სწრაფად იმოქმედა, მაგრამ ჟულიენი იყო ერთადერთი, რომელმაც გამოიჩინა სურვილი ან დელიკატურობისთვის მომისმინა“, - აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატში 2025 წლის დასაწყისში აღმოჩნდა, როდესაც პსჟ-მ მის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა. იმ პერიოდში კი, როცა სანიოლი კვარას შეძენას ფრანგებს ურჩევდა, ის გაცილებით იაფი ღირდა...