ფეხბურთი

0:09 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხორხელი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი ლუკა ხორხელი კარიერას „სპარტაკ ტრნავაში“ გააგრძელებს. სლოვაკურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის შემტევმა „სპარტაკთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველია - გიორგი მოისწრაფიშვილი.

ხორხელს „სპაერში“, „სიონსა“ და „სამგურალში“ უთამაშია, რომლის ღირსებას 2023 წლიდან იცავდა. „სპარტაკ ტრნავა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 12 ქულით ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095994