გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს გათავისუფლების არ ეშინია. როგორც მან თქვა, იცის, რომ მედია კრიტიკულია, მაგრამ ამაზე არ ფიქრობს და მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე ამახვილებს ყურადღებას.
„ყველაფერს არ ვკითხულობ, მაგრამ საკმარისად ჭკვიანი ვარ, რომ ვიცოდე, რას წერს მედია. ეს ჩემთვის მისაღებია. როცა საქმე კარგად მიდის, კარგად მიდის, მაგრამ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ და კრიტიკის მიღება გვიწევს. ყველაფერს უცებ ვერ შევცვლი. ეს ადვილი არ არის.
არ მეშინია გათავისუფლების, შიში არასდროს არის კარგი და საკმაოდ მამაციც ვარ. კრიტიკა არსებობს, ახლა კი ყველა საკვალიფიკაციო მატჩის მოგებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, დაწყებული კვირას ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით.
დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩში უკეთესად ვითამაშებთ. ბრატისლავაში ხუთი წუთი კარგად ვითამაშეთ და ეს საკმარისი არ არის. ათივე მოთამაშეს ვერ შევცვლი, მაგრამ რამდენიმე ცვლილება ნამდვილად იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ მივიღებ.
ახლა ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე არ ვიფიქროთ, არამედ მხოლოდ შემდეგ მატჩზე გავამახვილოთ ყურადღება. რამდენიმე დისკუსია გაიმართა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და ფეხბურთელებმაც ისაუბრეს ერთმანეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიას ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვს, უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში კი მხოლოდ ერთხელ მოიგო, რასაც დაემატა მუნდიალის შესარჩევ ციკლში პირველი ტურის მატჩის წაგება.