საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „პარი სენ-ჟერმენს“ უპასუხა. პარიზული კლუბი „მამლების“ მწვრთნელს ადანაშაულებს უსმან დემბელეს ტრავმაში.
თუმცა, დეშამი ამბობს, რომ ეს შეიძლებოდა ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლებოდა დამართნოდა.
„თუ მოედანზე გავიდა, ეს ნიშნავს, რომ კარგად იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავრისკავდი. გარდა ამისა, ტრავმა საპირისპირო ფეხზე მიიღო და მას არაფერი უთქვამს, რომ რაიმე სტკიოდა. სამწუხაროდ ეს მოხდა, თუმცა, ნებისმიერს შეიძლებოდა მოსვლოდა. ექიმები შუაში არ არიან, გადაწყვეტილება მე მივიღე“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ ტრავმა უკრაინა-საფრანგეთის მატჩში მიიღო და მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.






