„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ანდრე ონანა შესაძლოა „ტრაბზონსპორში“ გადავიდეს.
თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, შესაბამისად, ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია. „მანჩესტერმა“ და „ტრაბზონმა“ კამერუნელი მეკარის ერთწლიან იჯარაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ონანაზეა.
ტრაბზონელები უგურჯან ჩაკირის შემცვლელს ეძებენ, რომელიც „გალათასარაიში“ 36 მილიონ ევროდ გაყიდეს. თავის მხრივ, „მანჩესტერმა“ ცოტა ხნის წინ ბელგიელი მეკარე სენე ლამენსი იყიდა.
ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მანამდე „ინტერის“ და „აიაქსის“ წევრი იყო.