ფეხბურთი

19:33 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის მწვრთნელი: "ასეთი შეცდომები უპატიებელია და შედეგიც სახეზეა"
"პირველი-ორი გოლი ჩვენი მხრიდან საჩუქარი იყო"

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ბულგარელმა სპეციალისტმა მედიასთან თამაში შეაფასა:

მატჩის სტარტი უკეთესი იყო, ვიდრე გაგრძელება. ვიცოდით, რომ საქართველო უფრო წნეხის იქნებოდა თურქეთთან წაგების შემდეგ. პირველი-ორი გოლი ჩვენი მხრიდან საჩუქარი იყო. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდი იყო.

როგორი სახის შეცდომები იყო უმნიშვნელოა, მთავარი ისაა, რომ ასეთი შეცდომები უპატიებელია მსგავს მატჩში და შედეგიც სახეზეა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით ჩამოვრჩებოდით.

ნახევარდაცვაში ცვლილებების გაკეთება მომიწია წინა მატჩთან შედარებით, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალებს სწრაფად ვერ იღდგენენ. მაგალითად, ჩოჩევმა მითხრა, რომ ასეთ მოკლე მონაკვეთში ორ მატჩს ვერ ითამაშებდა და ცვლილელებიც ამით იყო განპირობებული.

კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც უმაღლეს დონეზე და ტოპკლუბში თამაშობს. მან დღესაც შესანიშნავად ითამაშა. წარსულში ბულგარეთში ჩვენც გვყავდა ასეთი ფეხბურთელები, სამწუხაროდ ახლა არ გვყავს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გვეყოლება.

გვესმის, რომ ჯგუფში ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდები არიან. ყოველი თამაშიდან ვსწავლობთ და გარკვეულ გამოცდილებას ვიღებთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მატჩში კონკრეტული მომენტი ცვლის ყველაფერს.. მაგალითად, დღეს თქვენმა მეკარემ შესანიშნავი ბურთი მოიგერია და შეგვეძლო ანგარიშის გახსნა... ასეთი შეცდომების დაშვებით კი რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა რთულია“, - თქვა ილიევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09228