პოლონეთის ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ბოსნია დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ბოსნიამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც (23:14), მაგრამ ამის შემდეგ პოლონეთის უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც ისიც დაერთო, რომ ბოსნიელთა ლიდერებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ, პოლონეთმა დარჩენილი სამივე პერიოდი მოიგო (26:21, 22:17, 18:11) და 80:72 გაიმარჯვა.
პოლონელთა შორის საუკეთესო ჯორდან ლოიდი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, მატეუშ პონიტკამ კი გუნდს 19 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. ბოსნიის ნაკრებში 20 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა იუსუფ ნურკიჩი, ხოლო ჯონ რობერსონმა 19 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
ამრიგად, პირველი მეოთხედფინალური წყვილი დაკოპლექტდა, რომელშიც 9 სექტემბერს, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები შეხვდებიან.









