„მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველებს, მატეუს ნუნიესს და რიკო ლუისს, ამ პოზიციაზე თავიანთი ეფექტურობის დამტკიცება იანვრამდე მოუწევთ, როდესაც ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ამის შესახებ იტყობინება Manchester Evening News.
წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტი“ ზამთარში ბაზარზე ახალი მარჯვენა მცველის შეძენის მიზნით შევა.
გასულ ზაფხულს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სიტიმ“ უარი თქვა „ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, ტინო ლივრამენტოს შეძენაზე, რომელიც ამ პოზიციაზე თამაშობს.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სამი ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ სამი ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.