საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, კალათბურთის გრანდი, წინა ევროს ფინალისტი, საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც 10 სექტემბერს ასევე სენსაციურ ფინეთს (რომლებმაც ტურნირიდან სერბები დაითხოვეს) შეხვდება.
ჩვენებმა თავიდანვე მოიპოცვეს უპირატესობა და ბოლომდე შესანიშნავად ირჯებოდნენ. ოთხიდან სამ მეოთხედში გაიმარჯვეს და მხოლოდ მეორეში დამარცხდნენ.
ჩვენებურთაგან საუკეთესოები 24-24 ქულით კამარ ბოლდუინი და თორნიკე შენგელია იყვნენ. ბოლდუინმა საერთოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნაკრებში, შენგელია კი ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი გახლდათ. მან რვა მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემაც მოახერხა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა (14 ქულა და 11 მოხსნა).
საქართველოს ნაკრებს 18/10 3-ქულიანი ჰქონდა, 30/15 საშუალო სროლა და 24/20 ჯარიმა.
რაც შეებათ ფრანგებს, ცოტა არეულები და დაულაგებლები ჩანდნენ. ვერც პერიმეტრზე ივარგეს და ვერც ტყორცნებში. ბევრი ხარვეზი ჰქონდათ.
საფრანგეთის ნაკრების ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ევროლიგის კლუბ „ჟალგირისის“ თავდამსხმელი, 27 წლის სილვენ ფრანცისკო გახდა. მან 14 ქულის მოპოვება, ოთხი მოხსნა და სამიშდეგიანი გადაცემაც მიითვალა.
ევრობასკეტ 2025. მერვედფინალი. 7 სექტემბერი. რიგა. „არენა რიგა“
საფრანგეთი - საქართველო 70:80 (20:24, 17:14, 17:20, 16:22)