ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ (80:70) პრესკონფერენცისზე ჩვენი ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და კაპტანი თორნიკე შენგელია მივიდნენ.
პირველი სიტყვა თოკომ აიღო: „საოცარი თამაში გამოვიდა. მატჩის წინ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მეტოქე აშკარა ფავორიტი იყო და ეს წნეხისგან გაგვათავისუფლებდა. ამიტომ ჩვენც მოსაგებად ვითამაშებდით. პირველი წუთიდან ჩავებით ბრძოლაში და ბოლომდე არ გავჩერებულვართ.
მადლობა ღმერთს, ახლა თავს ძალიან, ძალიან ამაყად ვგრძნობ. ვამაყობ მთელი გუნდით ნებისმიერი მოთამაშით, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მათიც ვინც სკამზე იჯდა, მწვრთელთა შტაბით.
განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივრებს, ვინც რაგში ჩამოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად.“