ევრობასკიტის მერვედფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, პრესკონფრენციაზე ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ ჯიკიჩი და გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია მივიდნენ.
შენგელია: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ გამარჯვებას. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ისტორია დავწერეთ. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დამსახურება, ჩადებული შრომა პირველი დღიდან.
ვართ გახარებულები, ისევე, როცა ჯგუფიდან გავედით, მაგრამ არა კმაყოფილები. დღეს საღამოდან უკვე ფინეთთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოგებასთან კავშირშია. განსაკუთრებით ადამიანებს ვინც საქომაგოდ ჩამოვიდნენ რიგაში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს შინ ვთამაშობდით.
ვაჟა სიმონიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი): ფინეთმა სერბეთს სამქულიანებით მოუგო. ძლიან რთული მეტოქეა. ფინეთს ადრეც შევხვედრივათ და რამდენად მზად ხართ მათთან შესახვედრად. მართალია მატჩამდე კიდევ ორი დღეა, მაგრამ მაინც..
შენგელია: ალბათ თუ დღევანდელ მატჩამდე შეგეკითხებოდი ვისთან უფრო რთული იქნებოდა თამაში საფრანგეთის თუ ფინეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ფინეთს გეტყოდი. მაგრამ ამ მომენტში ბევრ რამეზე ვერ გიპასუხებ. როგორც ვთქვი, სასტუმროში შევიკრიბებით და დღესვე დავიწყებთ მზადებას.