ფეხბურთი

22:15 | 7.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრების მცველი: "შეხედეთ, სად თამაშობენ ქართველები ფეხბურთელები და სად - ბულგარელები"

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანტონ ნედიალკოვმა საქართველოსთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კლასში დიდი სხვაობაა - უბრალოდ, ყველაფერი ადვილი მისახვედრია, თუ სად თამაშობენ ქართველები და სად ბულგარელი ფეხბურთელები:

„ქართველები თავიანთ მომენტებში უკეთ თამაშობდნენ და ცოტა მეტი იღბალიც ჰქონდათ. ვფიქრობ, ბევრად უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე ესპანეთთან, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი.

სასაცილო გოლები გავუშვით. ვფიქრობ, ბულგარული ფეხბურთის დონე კარგი არაა. მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი არ კმარა კარგ გუნდებში, შეხედეთ, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები და სად - ჩვენი? გუნდური თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენც გვჭირდება ამ ფეხბურთელების განვითარება. მათ არ უნდა შეწყვიტონ მუშაობა, ახალგაზრდა ფეხბურთელებში ხარისხს ვხედავ“, - თქვა ნედიალკოვმა.

კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ბულგარელმა ფეხბურთელმა გეორგი მილანოვმა:

„პირველი 10 წუთი თანაბრად დაიწყო, გვქონდა შანსი, რომ ანგარიში გაგვეხსნა, მაგრამ მათმა მეკარემ მოიგერია. ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია და ბევრი ახალგაზრდა ბიჭი გვყავს. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ვცდილობთ, ამის გამოსწორებას. წაგებაში არაფერი დადებითი არ შეიძლება იყოს, ამიტომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მესამედ დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები, რომელთანაც ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176249