ფეხბურთი

0:43 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

6:0! ესპანეთის ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრები გააცამტვერა.

თურქები ესპანელებს საშინაო კედლებში დიდ ბრძოლას პირდებოდნენ, მაგრამ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს თამაში თუ წაუვიდა, რაც ხშირად ხდება, არავის ინდობს.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა მიკელ მერინომ დუბლი შეასრულა და ერთიც პედრიმ გაიტანა. მეორე ნახევარში პედრიმ და მერინომ ისევ გაიტანეს, შედეგად, პედრიმ დუბლი, ხოლო მერინომ ჰეთ-თრიქი მიითვალა. ერთი გოლიც ფერან ტორესის აქტივშია. საბოლოოდ, ესპანეთმა ქონიაში 6:0 გაიმარჯვა.

ეს შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის კარგია, რადგან რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლაა შესაძლებელი და სწორედ თურქეთის წინააღმდეგ.

ესპანეთის ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს - 0. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო ბულგარეთი - თურქეთს.

თურქეთი - ესპანეთი 0:6 (0:3)

გოლები: 0:1 პედრი (6), 0:2 მერინო (22), 0:3 მერინო (45), 0:4 ტორესი (53), 0:5 მერინო (57), 0:6 პედრი (62)

1. ესპანეთი 2 2 0 0 9 0 9 6
2. თურქეთი 2 1 0 1 5 3 2 3
3. თურქეთი 2 1 0 1 3 8 -5 3
4. ბულგარეთი 2 0 0 2 0 6 -6 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095689