კარლოს ალკარასი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია, 2022 წლის შემდეგ პირველად და კარიერაში მეორედ.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში იტალიელ იანიკ სინერს ოთხ სეტში - 6:2, 3:6, 6:1, 6:4 სძლია, რითაც ორი თვის წინ უიმბლდონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.
ალკარასი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. კარლოსმა მთელი ტურნირის განმავლობაში ერთადერთი სეტი დათმო, ისიც ფინალში მეორე სეტი (3:6).
ალკარასს 10 ეისი, 41 ვინერსი, არცერთი ორმაგი შეცდომა და 24 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო სინერს 2 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა, 21 ვინერსი და 28 უნებლიე შეცდომა.
ალკარასმა მეორედ მოიგო ამერიკის ღია პირველობა, ასევე ორჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი და უიმბლდონი, ერთადერთი, ჯერ ავსტრალიაში ვერ მოახერხა ჩემპონობა.