თამაშგარე

11:09 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევა მურატი მწვერვალებს იპყრობს

ულამაზესმა ალბანელმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ევა მურატიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან - უეფასთან და საზოგადოება გაახარა იმ ამბით, რომ შემდეგი ორი წლის მანძილზეც იგი წარადგენს უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას.

30 წლის ევა მურატის პოპულარობა თამამად შეიძლება ითქვას რომ პიკშია და მას მოტრფიალენი პლანეტის ყველა კუთხეში ჰყავს. მურატი ასევე ცნობილია, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი და აქტივისტი. ასევე გახლავთ „მის სამყარო ალბანეთის“ კონკურსის წარმდგენი. ცოტა ხნის წინ იგი გახდა ალბანეთის „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ელჩი და აქტივისტი.

ევამ სატელევიზიო წარმატებას 18 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც 2013 წლის ოქტომბერში იტალიურ-ალბანურ სატელევიზიო არხ „აგონში“ დაიწყო მუშაობა, სადაც შოუ „ ანტილოპეს“ წამყვანი იყო სწორედ იმ პერიოდში გახდა ფეხბურთის და განსაკუთრებით კი ტურინის „იუვენტუსის“ დიდი ქომაგი. სხვათაშორის, ევას მამა, ერიონ მურატიც ფეხბურთელი იყო.

თეგებიევა მურატი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092282