ფეხბურთი

13:05 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრესნელ კიმპემბე პსჟ-დან კარიერას "კატარში" გააგრძელებს

30 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი პრესნელ კიმპემბე კარიერას "პარი სენ-ჟერმენიდან" საფეხბურთო კლუბ "კატარში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად უკვე დადასტურებულია.

აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ პარიზული კლუბი 5 მილიონს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი ახალ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, თუმცა მხარეებს სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ კიმპემბე პსჟ-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და აქამდე კარიერის განმავლობაში სხვა არცერთ კლუბში არ უთამაშია. მას ძირითად გუნდში 2015 წელს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174539