საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დააფიქსირა და მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80:70 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან საუკეთესო კამარ ბოლდუინი იყო, რომელიც თორნიკე შენგელიასთან ერთად პარკეტზე უბრალოდ საუკეთესო იყო.
ჩვენს ლეგიონერს წარმატებული თამაში არ დაუკარგა ფიბამ, რომელმაც კამარ ბოლდუინი მერვედფინალური ეტაპის საუკეთესო ხუთეულში დაასახელა და MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის. კამარის გარდა ამ ნომინაციაზე წარდგენილები არიან: იანის ანტეტოკუმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია) და ნიკოლას იოკიჩი (სერბეთი). ხმის მიცემა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე.
"ევრობასკეტზე დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა, საქართველომ საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ახლა ნახევარფინალში გასვლისთვის ფინეთთან იბრძოლებენ. ქართველთა მხრიდან უდავოდ გამორჩეული კამარ ბოლდუინი იყო, რომემაც უკანა ხაზში ლიდერობა იტვირთა. მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ამასთან ჩააგდო სამი სამქულიანი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ი იყო." - ასე შეაფასა ფიბამ კამარის თამაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად მოახერხა მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა, სადაც ჩვენი მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 სექტემბერს 18:00 საათზე გაიმართება.
