ესპნეთის ლა ლიგა 2-ის მეოთხე ტურის მატჩში "კადისი" სტუმრად "რეალ სოსიედად B"- ს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 3:3 (ტაბატაძის გოლების ხილვა შეგიძლიათ ბმულზე) დასრულდა. აღნიშნულ მატჩში სტუმართა მხრიდან ორი გოლის გატანა იური ტაბატაძემ მოახერხა.მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა "კადისის" ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
"მოხარული ვარ, რომ მინიმუმ ქულის გადარჩენა მოვახერხეთ. ვფიქრობ ჩემი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს და ვეცდები მომდევნო თამაშებში გამოვასწორო. დღევანდელ შეხვედრაში კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, იმედი მაქვს ამას გამოვასწორებთ და მომდევნო ტურებში უფრო მეტს მივაღწევთ." - განაცხადა ტაბატაძემ.
„კადისში“ იური ტაბატაძეს დიდებული სტარტი აქვს. წინა ტურში დებიუტი ჰქონდა, 86-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, ახლა კი - დუბლი შეასრულა! ქართველი ფეხბურთელი „სოსიედად B-სთან“ მატჩში მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა. ქართველმა „კადისს“ ქულა მოაპოვებინა. მან 77-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო ორი წუთის შემდეგ მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3! ტაბატაძეს ორ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, სულ 40 წუთი ითამაშა.
ცნობისთვის, „კადისი“ ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 სექტემბერს „ეიბარს“ უმასპინძლებს.






