"ბაიერ ლევერკუზენმა" ახალი სეზონი ცუდად დაიწყო და ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთ ქულას აგროვებს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ "ფარმაცევტებმა" ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გერმანული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი დანიელი კასპერ ჰიულმანდია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ კასპერ ჰიუმლანდს გერმანიაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, ის 2014/15 წლების სეზონში "მაინცის" მთავარი მწვრთნელი იყო. ბოლოს ჰულმანდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.