ფეხბურთი

19:24 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხური „პარდუბიცეში“ გააგრძელებს. „დინამო ბათუმმა“ ეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის მეკარე ჩეხურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომე იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

„მჯერა, რომ ერთად წარმატებას მივაღწევთ. მოუთმენლად ველი ჩემს პირველ უცხოურ გამოწვევას. ბედნიერი ვარი და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ კლუბისა და მისი გულშემატკივრების წინაშე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო“, - თქვა ლუკამ.

„ლუკა „პარდუბიცეში“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დავიმატეთ. მას ძალიან ნიჭიერ მეკარედ მივიჩნევთ. განსაკუთრებით 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე დაგვარწმუნა, სადაც საქართველოს მაისურით გუნდისთვის ფასდაუდებელი როლი ითამაშა. ვფიქრობ, რომ მას დიდი მომავალი ელის“, - აღნიშნა ჩეხური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვიტ ზავრელმა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა. „დინამო ბათუმს“ ის 2021 წლიდან ეკუთვნის, ორი სეზონი განათხოვრებული იყო, ჯერ „შუქურაში“ და შემდეგ „სამტრედიაში“. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ხარატიშვილის აქტივში 18 მატჩია, მათ შორის, სამი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ძალიან კარგად შეძლო თავის წარმოჩენა.

„პარდუბიცე“ ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, მაგრამ სეზონი ცუდად დაიწყო და ექვსი ტურის შემდეგ ორი ქულით ბოლო პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173476