ფეხბურთი

21:58 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანის ნაკრებიდან სანტუში დაითხოვეს

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აზერბაიჯანში ძალიან ცუდად იმუშავა - 11 მატჩი, 0 მოგება, 2 ფრე და 9 წაგება. ისლანდიასთან 0:5 განადგურების შემდეგ კი, მას კარისკენ მიუთითეს.

აღსანიშნავია, რომ სანტუშს შედეგების გარდა, თამაშის ხარისხსაც უწუნებდნენ. ის კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ფერნანდუ სანტუშმა არაერთგან იმუშავა, უმეტესად სამშობლოსა და საბერძნეთში, ყველაზე დიდ წარმატებას კი, პორტუგალიის ნაკრებში მიაღწია, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი და 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093719