გიორგი აბურჯანია კარიერას „ჯედაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი ფეხბურთელი არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. „ჯედა“ საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც ჯერ სეზონი არ დაწყებულა.
გიორგი აბურჯანია უგუნდოდ იყო, მას შემდეგ, რაც პორტუგალიური AVS-ი დატოვა. ქართველ ფეხბურთელს, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „ლუგოში“, „სევილია B“-ში, „ოვიედოში“, „ტვენტეში“, „კარტახენაში“, „ჟილ ვისენტეში“, „ჰათაისპორში“, „მეტალურგში“, „დილასა“ და „ლოკომოტივში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 39 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.