„ბარსელონა“ 14 სექტემბერს სეზონში პირველ საშინაო მატჩს „ვალენსიასთან“ გამართავს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, რომელ სტადიონზე.
„ბლაუგრანას“ ჯერ კიდევ არ მიუღია საჭირო ნებართვა ქალაქის საბჭოსგან „კამპ ნოუს“ ხელახლა გასნისთვის და ყველაზე სავარაუდოა, რომ „ვალენსიას“ იოჰან კრუიფ ესტადიზე“ უმასპინძლებს, რომელიც მხოლოდ 6 000 მაყურებელს იტევს.
ღიაა „მონტჟუიკის“ ალტერნატივაც, სადაც „ბარსა“ საშინაო მატჩებს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, შეიძლება სწორედ აქ ითამაშოს სექტემბრის ბოლომდე, თუმცა ეს სტადიონი „ვალენსიასთან“ მატჩისთვის ხელმისაწვდომი მაინც არ იქნება.
„ბარსელონა“ ქალაქის საბჭოსგან პასუხს სამშაბათს ელოდება, მაგრამ დადებითი პასუხის შანსი მაინც ძალიან მცირეა. ასეც რომ მოხდეს, ამ ეტაპზე „კამპ ნოუზე“ მხოლოდ 27 000 მაყურებელს დაუშვებენ.