ფეხბურთი

1:50 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "აბსურდული გოლები გავუშვით"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ისრაელის ნაკრებთან გამარჯვების (5:4) შემდეგ ისაუბრა:

„მეტოქემ თავიდან ცოტა გაგვაკვირვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ პრობლემებს ვუქმნიდით. დღეს კარგ ფორმაში არ ვიყავით, ეს ნორმალურია, სამ დღეში მეორე მატჩში ყოველთვის ასეა. მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ გიჟები ვართ, აბსურდული გოლები გავუშვით.

მიუხედავად იმისა, რომ რთული თამაში იყო, ბიჭებმა მონდომება გამოაჩინეს და რეაქცია ჰქონდათ. მადლობას ვუხდი მათ ამ რვა დღისთვის, მაგრამ თუ რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა გსვურს, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ესტონეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094171