ჯუდ ბელინგემს 16 ივლისს მარცხენა მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა, რათა განკურნებულიყო ტრავმა, რომელიც მან თითქმის ორი წლის წინათ, მადრიდის „რეალში“ გადასვლიდან პირველივე თვეებში მიიღო. ინგლისელის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება კამავინგას, მან 10 აგვისტოს ტერფის ტრავმა მიიღო, რომლისგანაც გამოჯანმრთელებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა - წერს ესპანური Marca.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის შემდეგ ტურში „რეალი“ 13 სექტემბერს „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება. თამაში სან სებასტიანში გაიმართება და თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.