ფეხბურთი

11:52 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემ ფორესტმა“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

„ნოტინგემ ფორესტმა“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გადადგომის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივნისში კლუბმა მწვრთნელს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა.

„ნოტინგემ ფორესტის საფეხბურთო კლუბს შეუძლია დაადასტუროს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დღეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბი მადლობას უხდის ნუნუს „სიტი გრაუნდზე“ ძალიან წარმატებულ პერიოდში მისი წვლილისთვის, განსაკუთრებით 2024/25 წლების სეზონში მისი როლისთვის, რომელიც სამუდამოდ დარჩება კლუბის ისტორიაში სასიამოვნო მოგონებებით. როგორც ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში გასულ სეზონში, ის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენს ისტორიაში“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრემიერლიგის სამი ტურის შემდეგ, „ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მე-10 ადგილზეა, ოთხი ქულით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165115