ფეხბურთი

12:19 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რებროვმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ უკრაინული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჰი რებროვმა კომენტარი გააკეთა უკრაინული კლუბების 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე არყოფნაზე.

„20 წლის შემდეგ პირველად არც ერთი უკრაინული კლუბი არ მოხვედრილა ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ყველა უკრაინული გიგანტი ითამაშებს კონტინრნტის მთავარ საკლუბო ტურნირზე. მაგრამ, სამწუხაროდ, კლუბების უმეტესობას ოთხი საკვალიფიკაციო რაუნდის გავლა უწევს, ჩვენი კლუბების კოეფიციენტი კი დაეცა.

ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პრობლემაა. ასეთ პირობებში თამაში რთულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლუბები, მთლიანობაში, ევროპულ შეჯიბრებებში თამაშობდნენ, უკრაინის სახელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ მომავალ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ“, - ციტირებს რებროვის სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვედრი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0972