ბრაზილიური „სანტოსის“ თავდამსხმელი ნეიმარი გუნდის ყველა მატჩს გამოტოვებს, რომელიც ხელოვნურ გაზონზე გაიმართება. ამის შესახებ ბრაზილიურმა გამოცემა Jornal A Tribuna-მ განაცხადა.
წყაროს ცნობით, ხელოვნურ მოედანზე ნებისმიერი დაცემა ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის საშიშია, რადგან ეს სახსრებისა და მუხლების ძლიერ ტკივილს იწვევს და შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიურ კლუბს წლეულს იანვარში შეუერთდა, ფეხბურთელთან მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდეა გათვლილი. ნეიმარმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.