„ლივერპულის,“ „ნიუკასლის,“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ჰარი კეინი „ბაიერნში“ გადასვლის გამო გააკრიტიკა. ინგლისელი მიუნხენური კლუბის ფეხბურთელი 2023 წელს გახდა. გასული სეზონის ბოლოს კეინმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო - ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა.
„ჯერ კიდევ ვერ ვხვდები მისი გერმანიაში გადასვლის გადაწყვეტილებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ კეინი გიჟია. პრემიერლიგის დატოვება ნამდვილი სიგიჟეა. ანუ თქვენ „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგა მოიგეთ, მერე რა? შეგძელით ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყავით. „ყველა ბავშვი თქვენს მაგალითს მიჰყვება“, - ციტირებს ოუენის სიტყვებს talkSPORT.
შეგახსენებთ, რომ კეინი პრემიერლიგაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია. მას 213 გოლი აქვს გატანილი. ჰარის მხოლოდ ალან შირერი უსწრებს 260 გოლით.