საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დიდი ალბათობით, ზინედინ ზიდანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
ზიზუს მიზანი დიდი ხანია ეროვნულ გუნდში მუშაობაა, საიდანაც დიდიე დეშამი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შედეგის მიუხედავად წავა, ეს უკვე დაანონსდა.
ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, ორ სხვადასხვა პერიოდში, ხოლო 2021 წლიდან არ უმუშავია.
დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს.






