სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გახდება. 39 წლის სპეციალისტთან თურქებმა ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ტედესკო ჟოზე მოურინიოს შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
დომენიკო ტედესკო ბოლოს ბელგიის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო მანამდე „ლაიფციგის“, „სპარტაკის“, „შალკესა“ და „აუეს“ მწვრთნელი იყო.









