„კრემონეზეს“ ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე სერია A-ში დებიუტს ელოდება. როგორც მან თქვა, მწვრთნელს, დავიდე ნიკოლას მოსწონს და იმედი მაქვს, რომ შანსს გამოიყენებს.
„იმედი მაქვს, რომ სერია A-ში ვითამაშებ. რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ შემიძლია თამაში სერია A-ში. ვიცი, რომ პოტენციალი მაქვს, ვარჯიშებზე და გუნდშიც თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი აზრით, ეს დროის ფაქტორია, ველოდები დებიუტს და ამ სიტუაციაში ყოფნა ძალიან მიხარია. მწვრთნელთან საუბარი რამდენჯერმე მქონდა, ვიცი მისი აზრი და ვიცი, რომ მოვწონვარ, ამიტომ, ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს, „მილანთან“ და „სასუოლოსთან“ მატჩებში განაცხადშიც იყო, თუმცა ჯერ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.