საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა შემტევმა უეინ რუნიმ კარიერა დაასრულა და როგორც ვეტერანთა ხვედრია, თანდათან დავიწყებას მიეცა უეინის და მისი კაპარჩხანა ცოლის, კოლინ ქრივის უპატაჟური ისტორიები. თუმცა უეინი რისი უეინი იქნებოდა, თავად რომ არ შეეხსენებინა თავი საზოგადოებისათვის.
ამასწინათ, თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში უეინ რუნიმ მისი ყოფილი მწვრთნელი ლეგენდარული ნიდერლანდელი, ლუის ვან გაალი გაიხსენა და არც იმ ამის გახსენება დავიწყებია, როდესაც ვან გაალმა რუნის შვილები ნახა და რაკი ადვილად შეატყო, რომ ბავშვები მამას ნამეტნავად ჰგავდნენ, შეგირდს არც მეტი, არც ნაკლები, სპერმის ხარისხი და სიძლიერე შეუქო.
ასეთი ქება საქართველოში ნამდვილად უცხო და შეიძლება ითქვას რომ დაუჯერებელიც კია, მაგრამ ფაქტია, რონ უეინ რუნის ნამეტნავად ესიამოვნა მწვრთნელის ამგვარი მუტრუკული კომპლიმენტი და აგერ ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი არ დავიწყებია.









