ინგლისის ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი მოკრივეებიც იღებენ. აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული, რომელმაც მეორე ბრძოლაც მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველმა 65 კგ. წონითი კატეგორიის მერვედფინალში ირლანდიელი დინ ქლენსი დამაჯერებლად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ინდოელი აბჰინას ჯამვალი იქნება, აღნიშნული დაპირისპირება დღეს, 10 სექტემბერს გაიმართება.
მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა გიორგი ყუშიტაშვილმაც, რომელმაც 85კგ წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში ქართველმა მოკრივემ ყაზახი მსოფლიო ჩემპიონი ბექზად ნურდაულეტოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე განთესილი იყო და ტურნირზე 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუსა ალჰავსავის აჯობა.