ფეხბურთი

13:50 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონატემ "ლივერპულის" მესამე შეთავაზებაც დაბლოკა

იბრაჰიმა კონატემ "ლივერპულის" შეთავაზება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მესამედაც დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნიშანია იმისა, რომ 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი მომავალ სეზონში "მერსესაიდულ" კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და დიდია შანსი მადრიდის "რეალში" უფასოდ გადავიდეს. "სამეფო კლუბი" უკვე დიდი ხანია კონატესთან მოლაპარაკებებს მართავენ და უნდათ, რომ 2026 წლის ზაფხულში ფეხბურთელი უფასოდ დაიმატონ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმა კონატე "ლივერპულში" 2021 წელს "ლაიფციგიდან" გადავიდა. ფრანგ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ინგლისელებთამ 2026 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093473