კალათბურთი

14:40 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელ იანტუნენი: "საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან"

დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ მატჩს გამართავენ და პირველად მეოთხედფინალში ითამაშებენ, სადაც ჩვენი მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება.

ფინეთის ნაკრების კალათბურთელმა მიკაელ იანტუნენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი მოახლოებულ მატჩზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და აქვთ, უნარები, რომ ფინეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

"საქართველოს ნაკრებთან თამაში ცოტა ხნის წინ მოგვიწია და უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ამასთან ერთად, მაშინ ქართველებს NBA-ს ორი კალათბურთელი არ ჰყავდათ, ახლა კი სიტუაცია პირიქითაა. ისინი ძალიან კარგად ისვრიან და ფარზეც შესანიშნავად ირჯებიან. ჩვენ დღევანდელ მატჩში ფავორიტებად ვითვლებით, თუმცა ჩემი არცერთი თანაგუნდელი დაპირისპირებას ზერელედ არ ეკიდება. საქართველოს დაუფასებლობა არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდმა ერთმანეთის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები ძალიან კარგად ვიცით და მატჩის ბედსაც სწორედ ის გადაწყვეტს, ვინც ამას უკეთ გამოიყენებს. როგორც ვიცი, რიგაში ფინეთიდან ბევრი გულშემატკივარი მოდის, რაც წარმატების მიღწევაში უფრო დაგვეხმარება." - განაცხადა იანტუნენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები ერთმანეთს სულ ხუთჯერ შეხვედრილან, საიდანაც 3-ჯერ საქართველომ იმარჯვა, ხოლო 2 მატჩი ფინელებმა მოიგეს. დღევანდელი შეხვედრა 18:00-საატზე აირებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095886