"მადრიდის რეალის" ფეხბურთელის კილიან მბაპეს მამამ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კილიანის "პარი სენ-ჟერმენში" ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და შეეხო იმ საკითხს, როდესაც მის შვილს დაცვაში არ ჩამოსვლის გამო აკრიტიკებდნენ.ვილფრიდ მბაპეს თქმით, კრიტიკა მიუღებელია, რადგან ფეხბურთელებს კონკრეტული მისი პოზიციიდან გამომდინარე უნდა აფასებდნენ და იმ ფეხბურთელის გაკრიტიკება, რომელიც სეზონში 60 გოლს იტანს მიუღებელია.
"თავდამსხმელისგან რას ვითხოვთ ზოგადად? მას ეველება გოლების გატანა და შეტევაში თამაში და არა დაცვაში. როგორ შეიძლება გააკრიტიკო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 60 გოლი გააქვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს განაპირა მცველს კარგი ჩაწოდება აქვს თუ არა, რადგან ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ის კრიტერიუმები, რომელიც მოეთხოვება პოზიციიდან გამომდინარე. მე არ ვამბობ იმას, რომ როდესაცაც ბურთი შენთან ახლოს არის არ უნდა მიხვიდე და შენს თანაგუნდელს არ დაეხმარო.
არ მაინტერესებს, რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის 90-ე წუთზე. რადგან ეს კილიანის ვალდებულება არ არის. მას ბევრად უფრო დიდი მოვალეობები აქვს მოედანზე და სეზონში 60 გოლი გააქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არასდროს ვიტყვით იმას, რომ კვარას სეზონში 60 გოლი ვერ გააქვს. ფეხბურთზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მე თავდამსხმელს არასდროს ვეტყვი, რომ გამუდმებით დაცვაში ჩავიდეს. იმას არ ვამბობ, რომ დაცვას საერთოდ არ დაეხმაროს, მაგრამ თუ სულ უკან ითამასებს ეს ჩემთვის მიუღებელია." - განაცხადა მბაპეს მამამ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ-ში 2018-2024 წლებში თამასობდა, გასულ ზაფხულს ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "რეალში" გადავიდა.






