ფეხბურთი

17:21 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დიდების დარბაზში 50 ფეხბურთელი შეიყვანა

ტურინის „იუვენტუსმა“ თავის მუზეუმში „დიდების დარბაზი“ გახსნა, რომელშიც თავდაპირველად 50 ფეხბურთელი შეიყვანეს.

„იუვეს“ დიდების დარბაზში ადგილი შემდეგმა ფეხბურთელმა დაიკავეს:

ანასტაზი, ბაჯო, ბარძალი, ბეტეგა, ბიგატო, ბონიპერტი, ბონუჩი, ბორელი, ბრიო, ბუფონი, კაბრინი, კანავარო, კასტანო, კაუზიო, ჩარლზი, კიელინი, კომბი, კონტე, კუკურედუ, დელ პიერო, დეპეტრინი, ფერარა, ფურინო, გაბეტო, გამა, ჯენტილე, ჰანსენი, ლეონჩინი, მარკიზიო, მორინი, მუნერატი, ნედვედი, პაროლა, პესოტო, პლატინი, რავა, როზეტა, როსი, სალვადორე, შირეა, სივორი, ტაკინარდი, ტაკონი, ტარდელი, ტრეზეგე, ჯ. ვარგლიენი, მ. არგლიენი, ვიალი, ზიდანი, ძოფი.

„იუვენტუსმა“ დიდების დარბაზში ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებიც შემდეგი 5 კრიტერიუმიდან ერთს მაინც აკმაყოფილებენ:

მინიმუმ 350 მატჩი „ბიანკონერიში“.
15 ან მეტი ტიტული „იუვენტუსში“.
ისტორიული კაპიტნები, მინიმუმ 70 მატჩი კაპიტნის რანგში.
მინიმუმ 100 გოლი „იუვენტუსის“ მაისურით.
მოიგო ოქროს ბურთი „იუვენტუსის“ რიგებში.

დიდი შანსია, რომ დიდების დარბაზში მომავალში კიდევ დაემატოს ფეხბურთელები, ასევე, მწვრთნელებიც.

აღსანიშნავია, რომ 50-კაციან სიაში ისეთი ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც „იუვეში“ დიდი ისტორია აქვთ დაწერილი, მაგრამ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. მაგალითად, ედგარ დავიდსი, ლილიან ტურამი, ფაბრიციო რავანელი, ანჯელო პერუცი, ზბიგნევ ბონიეკი, პოლ პოგბა, პაულო დიბალა, კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი, მარიო მანჯუკიჩი, არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო, ჯანლუკა ძამბროტა, მაურო ხერმან კამორანეზი. დიდების დარბაზში ასევე ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც მაგალითად აკმაყოფილებს კრიტერიუმს - კერძოდ, შავ-თეთრი მაისურით 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087464