ფეხბურთი

19:04 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "ყველამ ვიცით, თუ ვინ იქნება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი

2026 წლის მუნდიალის შემდეგ დიდი ალბათობით საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტიერი ანრიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა და ფრანგული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

"არ ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა, რადგან ყველამ ისედაც კარგად ვიცით, თუ ვინ იქნება საფრანგეთის ახალი მწვრთნელი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო." - განაცხადა ანრიმ.

ზიზუს მიზანი დიდი ხანია ეროვნულ გუნდში მუშაობაა, საიდანაც დიდიე დეშამი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შედეგის მიუხედავად წავა, ეს უკვე დაანონსდა. ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, ორ სხვადასხვა პერიოდში, ხოლო 2021 წლიდან არ უმუშავია.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097398