ფეხბურთი

18:30 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვას, რომელსაც 0 ქულა აქვს და 1:11 წააგო, მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია

მოლდოვის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კატასტროფულად თამაშობს, გუშინ ნორვეგიაში 1:11 განადგურდა, მაგრამ მუნდიალზე გასვლის შანსი მაინც აქვს.

მოლდოვამ ჯგუფში ხუთივე მატჩი წააგო, შესაბამისად, ქულა არ აქვს, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 25 გოლი გაუშვა.

თუმცა, საქმე ისაა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონი აქვს მოგებული, სადაც მალტის და ანდორას ნაკრებებს აჯობა. ვინაიდან, მუნდიალის პლეი-ოფში შესარჩევი ეტაპის ჯგუფების 12 მეორეადგილოსანი და ასევე, ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს, მოლდოვას შეუძლია პლეი-ოფში მოხვედრა...

რა თქმა უნდა, მოლდოველთა შანსი იქ ფორმალური იქნება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ნაკრები, რომელიც კატასტროფულად გამოდის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს, უეფას მხოლოდ 16-გუნდიანი კვოტა აქვს, საიდანაც 12 ნაკრები (შესარჩევი ეტაპის ჯგუფების გამარჯვებულები) პირდაპირ გავლენ მუნდიალზე, მეორეადგილოსნები, პლუს ოთხი ნაკრები ერთად ლიგიდან, პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას დარჩენილ ოთხი საგზურისთვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096897