საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, რადგან ფინეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო, მეტოქეს არაფერს უთმობდა, უმეტესად წინ იყო ანგარიშში, მაგრამ პირველი პერიოდის შუა ნაწილიდან სიტუაცია შეიცვალა, მას შემდეგ, რაც თამშში სათადარიგოები ჩაერთნენ, როგორც ერთ, ასევე, მეორე გუნდში. შედეგად, ფინეთმა გაქცევა მოახერხა და პერიოდი 28:15 მოიგო.
მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შეტევაში თამში გამოასწორა, მაგრამ დაცვაში სიტუაცია უცვლელი დარჩა - ფინეთის აბსოლუტურად ყველა შეტევა შედეგიანად სრულდებოდა, ისინი ძალიან სწრაფად უტევდნენ, რასაც ალღო ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ვერ აუღო. აღსანიშნავია, რომ ფინეთი სამქულიანებსაც მაღალი პროცენტით ესროდა, თუმცა ამ კომპონენტში არც საქართველო ყოფილა ცუდი. თუმცა, ფინეთის სწრაფი და მუდმივად შედეგიანი შეტევები იყო მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი. მეორე პერიოდში ფინეთმა 29:25 მოიგო და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაცვაში კარგად თამაში, მეტოქეს მხოლოდ 14 ქულა ჩააგდებინა, პერიოდი 22:14 მოიგო, განსაკუთრებით, შეტევაში სანდრო მამუკელაშვილისა და დუდა სანაძის კარგი თამაშის წყალობით. მეოთხე პერიოდიც საქართველომ კარგად დაიწყო და ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მაშინ როცა, მესამე პერიოდში 20 ქულითაც აგებდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, საკვანძო იყო ფინელი მირო ლითლის სამქულიანი, რომელმაც ძალიან შორი დისტანციიდან სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო და სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა, რასაც უმალვე მოჰყვა გოგა ბითაძის უხეშობა, რის გამოც გააძევეს და თამაშის საკვანძო ეპიზოდიც ეს გამოდგა, რადგან მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა 14 ქულა გახდა... არადა, რამდენიმე წამით ადრე ჩამორჩენა 6 ქულა იყო. ცოტა ხანში საქართველომ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მერე თორნიკე შენგელიაც გააძევეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.
დარჩენილ დროში რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილამ საბოლოოდ, ფინეთმა 14 ქულის სხვაობით, 93:79 მოიგო.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 49 წამი დაისვენა და 39 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა გუნდს. დუდა სანაძე, რომელმაც 5 სამქუქლიანი ჩააგდო, 19 ქულით, 4 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა. თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. გოგა ბითაძემ, რომელიც გააძევეს, პარკეტზე 23 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მხოლოდ 2 ქულით დაასრულა თამაში კამარ ბოლდუინმა, ისევე, როგორც გიორგი შერმადინმა, რომელმაც მე-200 მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ბექა ბურჯანაძემ.
ფინეთის ნაკრებმა 17 სამქულიანი ჩააგდო (31-დან), საქართველომ - 10 (31-დან). ფინელთა შორის ლაური მარკანენი 17 ქულით გამოირჩა, სასუ სალინი 14 ქულით, მიკაელ იანტუნენმა 19, ხოლო მირო ლითლიმ - 3. ის ერთადერთი სამი ქულა მეოთხე პერიოდში, რაც მატჩის საკვანძო მომენტ გამოდგა.
მთავარი სხვაობა განაპირობა სათადარიგოების ქულებმა, რომელშიც ფინეთმა 44:4 აჯობა მეტოქეს, რაც უდიდესი სხვაობაა. სამწამიანიდან გუნდებმა 30-30 ქულა აიღეს, სწრაფ შეტევებში ფინეთი იყო უკეთესი (14:6), ისევე, როგორც მეორე შანსის ქულებით (11:6).
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მაინც ისტორიული შედეგია, რადგან ისტორიაში პირველად ითამაშა მეოთხედფინალში. ჯიკიჩის გუნდმა 7-დან 3 მატჩი მოიგო: მოქმედი ევროპის ჩემპიონის ესპანეთის, მოქმედი ევროპის ვიცე-ჩემპიონის საფრანგეთისა და მასპინძელი კვიპროსის წინააღმდეგ, ხოლო 4 შეხვედრა წააგო იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და ფინეთის წინააღმდეგ.
ფინეთი - საქართველო 93:79 (28:15, 29:25, 14:22, 22:17)