დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი კარიერას „ვოლფსბურგში“ გააგრძელებს.
33 წლის ნახევარმცველი გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ტრანსფერი უკვე დადასტურდა.
ერიკსენი 2022 წლიდან „მანჩესტერში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. მანამდე დანიელს „ბრენტფორდში“, „ინტერში“, „ტოტენჰემსა“ და „აიაქსში“ უთამაშია, ხოლო დანიის ნაკრებში ჩატარებულ 144 მატჩში 46 გოლი გაიტანა.