ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ სტივ მანდანდამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 40 წლის ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა.
მანდანდა ბოლოს „რენში“ თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და ამ დრომდე თავისუფალი აგენტი იყო.
სტივ მანდანდამ კარიერა „ლე ავრში“ დაიწყო, სადაც 72 მატჩი ჩაატარა, შემდეგ 2007-2016 და 2017-2022 წლებში „მარსელის“ კარი 613 მატჩში დაიცვა, ერთი სეზონი იყო „კრისტალ პალასში“, ხოლო 2022 წლიდან „რენის“ მაისურით მოედანზე 102-ჯერ გავიდა.
2008-2022 წლებში მან საფრანგეთის ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა, რომლის შემადგენლობაში 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2022 წელს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. საკლუბო კარიერაში „მარსელთან“ ერთად 2010 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, სამჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგის თასი და ორჯერ საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა.